საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთში დაარსდა 1918 წელს. მისიას ხელმძღვანელობდა ელჩი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს საელჩო ხელახლა გაიხსნა.

2006 წლის ნოემბერში გაიხსნა საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში და 2007 წელს ორივე ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების 15 წლისთავი.

შვედურ-ქართულ ურთიერთობებს გააჩნია უფრო ღრმა ფესვები, რომელიც დასაბამს იღებს 19-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ეს პერიოდი ასოცირებულია ნობელების ოჯახთან, რომლებმაც მოახდინეს ინვესტირება ბათუმის პორტში ნავთობის ტერმინალის მშენებლობისა და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ნობელების ოჯახის უშუალო ხელშეწყობით 1887 წელს გაიხსნა შვედეთის ვიცე-საკონსულო ქალაქ ბათუმში.

შვედეთი გაწევრიანდა საქართველოს მეგობართა ახალ ჯგუფში 2007 წელს ვილნიუსში ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

თანამშრომლობა განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რასაც უწევს შვედეთის სამეფოს მთავრობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA) ხდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. შვედეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დონორს საქართველოსთვის.

შვედეთი აგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საქმეში სხავადასხვა მიმართულებით: სახელმწიფო მართვის სრულყოფა, დემოკარტიული და სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, კონფლიქტების დარეგულირება.

საპარლამენტთაშორისო თნამაშრომლობის წახალისების მიზნით დაფუძნდა საქართველოს პარლამენტში შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი რუსუდან კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჯესიკა პოლფიერდის ხელმძღვანელობით.

2009 წელს შვედეთმა გააძლიერა თანამშრომლობა საქართველოსთან ~აღმოსავლეთ პარტნიორობის~ ინიციატივის იმპლემეტაციის კუთხით.

ევროკავშირის შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში (1 ივლისი - 31 დეკემბერი 2009) შვედეთის სამეფო აგრძელებდა დახმარებას საქართველოს მიმართ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების გაფორმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით.

2010 წლის 21 იანვარს შვედეთის მთავრობამ მიიღო საქართველოსთან განვითარების თანამშრომლობის ახალი სტრატეგია 2010-2013 წლებისათვის, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ყოველწლიურად შვედეთის განვითარების თანამშრომლობის დახმარებას 100 მილიონი შვედური კრონის ოდენობით.

ეკონომიკური თანამშრომლობა

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა (ათასი ა.შ.შ დოლარი)

წელი ექსპორტი იმპორტი
2000 53.1 10613.6
2001 249 1129.2
2002 15.2 7869.9
2003 36.3 6383.2
2004 63.4 4811.9
2005 149.6 9623
2006 10 13611.5
2007 90.4 32439.7
2008 70 27510
2009 220 15600
2010 5 11100
2011 420 17020
2012

შვედური ნაწარმის იმპორტის ძირითადად მოდის სხვადასხვა სახის საინჟინრო პროდუქციაზე, ქიმიურ პროდუქტებზე, ნედლეულზე.

საქართველოს ექსპორტი ძირითადად შეადგენს საკვები პროდუქტებს და საინჟინრო პროდუქციას.

ბმულები:

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში და ფინეთის რესპუბლიკაში
შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი კარლ ბილდტის ვებ-ბლოგი
შვედეთის სამეფო ოჯახი
შვედეთის სამეფოს მთავრობა
შვედეთის სამეფოს რიკსდაგი (პარლამენტი)
შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა