საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამართლებრივი ბაზა

დიპლომატიურ ურთიერთობებთან ერთად, შვედეთის სამეფომ და საქართველომ დაიწყეს სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. დღეისათვის, შვედეთის მთავრობასა და საქართველოს დადებული აქვთ შემდეგი შეთანხმებები:

  • შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) -ს საკოორდინაციო ოფისის დაარსების შესახებ სამხრეთ კავკასიაში (ხელი მოეწერა 2004 წლის 5 მარტს, ძალაშია 15.11.05).

  • -შეთანხმება "საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ". (ხელი მოეწერა 2006 წლის 13 დეკემბერს, ძალაშია 15.03.2007).

  • საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმება. (ხელი მოეწერა 2008 წლის 30 ოქტომბერს, ძალაშია 1.04.2009).

  • შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ (ძალაშია 14.12.2010)

ბმული

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: www.sweden.gov.se