საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტზე

8 დეკემბერს, სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში ნობელის პრემიის  კონცერტი გაიმართა. სოლისტ შემსრულებლად მოწვეული იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. მან სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, შეასრულა ჩაიკოვსკის  სავიოლინო კონცერტი, რომელსაც დირიჟორობდა ამერიკელი კარინა კანელაკისი. ლიზა ბათიაშვილმა დამატებით ნომრად შეასრულა ბახის ”Ich ruf zu dir, Herr Jesu Christ” (შენ გიხმობ, უფალო იესო ქრისტე), რომელსაც კრიტიკოსებმასულის შემძვრელიუწოდეს. ნობელის პრემიის კონცერტი ყოველწლიურად ტარდება ნობელის კვირეულის ფარგლებში და  ითვლება ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო დონის კულტურულ ღონისძიებად. ის ნობელის პრემიის ლაურეატებს ეძღვნება და მასზე მსოფლიო დონის შემსრულებლებს ეპატიჟებიან. კონცერტს ესწრებოდნენ შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, კულტურისა და  აკადემიური წრეების წარმომადგენლებილიზა ბათიაშვილის მაღალი დონის შესრულებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება  და კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ლიზა ბათიაშვილი მრავალჯერ ყოფილა მოწვეული სტოკჰოლმის საკონცერტო სახლი სოლისტ შემსრულებლად, თუმცა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და შვედეთში ჩვენი ქვეყნის  პოპულარიზაციის თვალსაზრისითმისი მონაწილეობა ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გამართა შეხვედრა ქართველ მუსიკოსთან.