საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2007 წლის 16 ივნისს საელჩოსა და საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში ჩატარდა ქართული დიასპორული ორგანიზაციის „შვედეთში ქართული სათვისტომო“ დამფუძნებელი კრება. დამტკიცდა დიასპორული ორგანიზაციის წესდება, რომელის თანახმად ეს ორგანიზაცია წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან და არაპოლიტიკურ გაერთაინებას. არჩეულ იქნა სათვისტომოს ხელმძღვანელი ორგანო - გამგეობა: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის 7 წევრი. გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ქ-ნი მარინა ცხონდია-აქსელი.  

ამ დიასპორული ორგანიზაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

  1. ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა კონსოლიდაციას,  სამშობლოსთან სულიერი და ფიზიკური კავშირების განვითარებას. 

  2. დაეხმაროს შვედეთის სამეფოში მცხოვრებ ქართველებს ადგილობრივ საზოგადოებაში სოციალურ-კულტურულ ინტეგრაციაში, შეასრულოს ორგანიზაციის წევრებისთვის საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრის როლი, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ენას, კულტურასა და ისტორიას, ხელი შეუწყოს საქართველოსა და შვედეთს შორის სახალხო დიპლომატიის წარმართვასა და საქმიანი ურთიერთკავშირების  განვითარებას. 

  3. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ხელოვნება და კულტურა, განათლება, ქველმოქმედება  და ამასთანავე განამტკიცოს შვედეთში მოქმედ სხვა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის სათვისტომოებთან საქმიანი თანამშრომლობა. 

  4. ამ მიზნით მოაწყოს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები: კონცერტები, გამოფენები, შემოქმედებითი საღამოების, სამეცნიერო ქართველოლოგიური ღონისძიებები, ფესტივალებიდა კულტურის დღეები. ხელი შეუწყოს ბეჭდვითი ორგანოს გამოცემას, საკვირაო ქართული სკოლის დაფუძნებას და შვედეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ი სხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც არ სცილდებიან ამ ორგანიზაციის  საქმიანობის სფეროსა და კომპეტენციას.