საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ,,ახალგაზრდა ელჩებისმიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.

,,ახალგაზრდა ელჩები’’ შეირჩევა ღია კონკურსის წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 16 ქვეყნიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, იტალიის რესპუბლიკა, უკრაინა, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, ნიდერლანდების სამეფო.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-msoflios-sk.aspx