საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 12-16 ნოემბერს სტოკჰოლმში საბავშვო წიგნის კვირეული გაიმართება

2018 წლის 12 -16 ნოემბერს საერთაშორისო ბიბლიოთეკის ორგანიზებით სტოკჰოლმში საბავშვო წიგნის კვირეული გაიმართება. წელს საერთაშორისო საბავშვო კვირეულზე საქართველოდან მოწვეულია ცნობილი საბავშვო მწერალი ნინო სადღობელაშვილი. კვირეულის ფარგლებში შესაძლებელია ქართველი ავტორის მიწვევა სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სახვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ბავშვებსა და უფროსებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ნინო სადღობელაშვილის შემოქმედებას. დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ბიბლიოთეკას შემდეგ მისამართზე: barnboksveckan@stockholm.se