საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნინო სადღობელაშვილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო კვირეულზე

12-16 ნოემბერს საერთაშორისო ბიბლიოთეკის ეგიდით სტოკჰოლმში საბავშვო წიგნის კვირეული გაიმართა. წელს საერთაშორისო კვირეულზე საქართველოდან მოწვეული იყო ცნობილი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, ნინო სადღობელაშვილი. 12 ნოემბერს სტოკჰოლმის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საბავშვო წიგნის კვირეულში მონაწილე მწერლებთან. ნინო სადღობელაშვილმა მსმენელს წარუდგინა პრეზენტაცია თავის შემოქმედების შესახებ, ისაუბრა ქართულ მითოლოგიაზე, საბავშვო ლიტერატურის განვითარებაზე, გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე. კვირეულში მონაწილეობდნენ ასევე ავღანელი, იორდანიელი და ეთიოპიელი მწერლები. 14 ნოემბერს სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ნინო სადღობელაშვილის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასაწყისში სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გუნდელა პეტერსონი და საქართელოს ელჩი მალხაზ კაკაბაძექართველმა ავტორმა ბავშვებს წარუდგინა საკუთარი წიგნები, ესაუბრა მათ  ქართული მწერლობისა და ისტორიის შესახებ. ნაჩვენები იქნა ასევე ნინო სადღობელაშვილის სცენარის მიხედვით შექმნილი ფილმითამარ მეფე“  კვირეულის ფარგლებში ქართველი მწერალი სტოკჰოლმის ერთ-ერთ სკოლას ეწვია ვიზიტით, სადაც გაიმართა მისი შეხვედრა ქართულენოვან მოსწავლეებთან და ქართული ენის პედაგოგ ეკატერინე გაგოშიძესთანნინო სადღობელაშვილის პრეზენტაციებმა კვირეულზე დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მისი წიგნებიგანძის თეატრისორივე სერია,  „შვიდი სიმღერის საიდუმლოდაოქროს ხმალიწარმოდგენილია სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკაში.