საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შვედ მეგობართ საზოგადოების შეხვედრა

4 დეკემბერს საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შვედეთის ბიზნეს ისტორიის ცენტრში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების 37 წევრი. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ბიზნეს ისტორიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჰუსები, რომელმაც ისაუბრა ცენტრის საქმიანობასა და საქართველოსთან თანამშრომლობაზე. შვედეთის ბიზნეს ისტორიის ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი შვედურ-ქართული  ბიზნეს ურთიერთობების წარმოჩენის საქმეში, კერძოდ ძმები ნობელების საქართველოში საქმიანობის კვლევის თვალსაზრისით, განხორციელებული აქვთ არაერთი ვიზიტი საქართველოში და სხვ. ღონისძიებას დაესწრო შვედეთში საქართველოს ელჩი, მალხაზ კაკაბაძე, მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ისტორიაზე, მიმდინარე მოვლენებზე და გამოწვევებზე. ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.