საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინო სტოკჰოლმის საკვებისა და ღვინის ფესტივალზე

/წლის 9-11 ნოემბერს სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრში გაიმართა ღვინისა და საკვების უმსხვილესი რეგიონალური გამოფენა Stockholm Food and Wine, რომელსაც ყოველწლიურად 35 000-დე სტუმარი ჰყავს. წლევანდელი გამოფენა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ 9-დან 11 ნოემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი შვიდი კომპანიის („შუმი“, „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „წინანდლის მამულები“, „თელიანი ველი“, „საუკეთესო ქართული ღვინოები“, „გურამიშვილის მარანი“) პროდუქცია, ხოლო 11 ნოემბერს შედგა საქართველოს ღვინისა და ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციისკენ მიმართული კონკურსის ფინალი. მასში ორი ფინალისტი საქართველოში გამგზავრებისთვის შეეჯიბრა ერთმანეთს. კონკურსი 2018 წლის აპრილიდან მიმდინარეობდა. მთავარ პრიზად საქართველოში საგზურის დაწესება საელჩოს ინიციატივით განხორციელდა. ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია 8 თვის მანძილზე გამოფენის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და ხელს უწყობდა საქართველოს შესახებ ინფორმაციის შვედ მომხმარებლებს შორის გავრცელებას.

კონკურსის ყველა ეტაპს, მათ შორის ფინალსაც, უძღვებოდა შვედეთში ცნობილი მზარეული და კულინარიული გადაცემების წამყვანი ჯესიკა ფრეი. ფინალში გასულ ორ კონკურსანტს, ანა-ევა ანდერსენს (Anna-Eva Anderssen) და ემი ჰობსონ-ალეგრინის (Amy Allegrini Hobson) წამყვანის მიერ დასახელებული კერძი 45 წუთში უნდა მოემზადებინათ. ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ემი ჰობსონ-ალეგრინი გამოვლინდა, რომელსაც მთავარი პრიზი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ გადასცა. სწორედ ხსენებული სააგენტო და ავიაკომპანიაუკრაინის ავიახაზებიუზრუნველყოფს გამარჯვებულისთვის საქართველოში მოგზაურობის ფინანსურ მხარდაჭერას.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად სცენაზე მიწვეული იყო შვედეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი მესხელი. მან გამარჯვებულს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. საელჩოს წარმომადგენელმა ორივე კონკურსანტს სამახსოვროდ სვანური ქუდები და საქართველოს შესახებ ტურისტული ბროშურები გადასცა. კონკურსის წამყვანი ჯესიკა ფრეი კი მანანა ზარიძის წიგნითჩვენთან საქართველოშიდააჯილდოვა. მან დარბაზში შეკრებილი საზოგადოება საქართველოს სტენდთან მიიწვია, სადაც ქართული ღვინოები და კერძები იყო წარმოდგენილი. ქართული სამზარეულო წარმოადგინა . სტოკჰოლმში მოქმედმა ქართულმა რესტორანმა Tbilisis Hörna.

საქართველოს და ქართული ღვინის (განსაკუთრებით ქვევრის ღვინის) მიმართ ინტერესი სამი დღის განმავლობაში არ ცხრებოდა. საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე ღვინის სფეროში მოღვაწე ცნობილი შვედი სპეციალისტები, მწერლები, ბლოგერები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ღვინის იმპორტიორები, ადგილობრივი ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლები. ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო, რის შემდეგაც ისინი ქვევრის ღვინის განსხვავებულობაზე საუბრობდნენ და საქართველოში გამგზავრების სურვილს გამოხატავდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტიორი კომპანიის House of Wine Georgia მიერ, რომელიც შვედეთში 20-დე დასახელების ღვინის პროდუქციის რეალიზებას უკვე ახორციელებს. ამ კომპანიის სტენდი საქართველოს საელჩოს სტენდის გვერდით იყო განთავსებული, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს ქართული ღვინის მიმართ მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას.

საელჩო, კიდევ ერთხელ, მადლობას უხდის გამოფენის Stockholm Food and Wine ორგანიზატორებს, აგრეთვე სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ავიაკომპანიასუკრაინის ავიახაზები“, ქართულ რესტორანს Tbilisis Hörna და კომპანიას შპსსაუკეთესო ქართული ღვინოებიპროექტში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება.