საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით არჩვაძისა და "ქართული კვარტეტის" კონცერტი სტოკჰოლმში

17 ნოემბერს დიასპორული ორგანიზაცია "დეიზის" ინიციატივით, ცნობილი ქართველი მომღერლის, დავით არჩვაძისა და "ქართული კვარტეტის" კონცერტები გაიმართა სტოკჰოლმში. კვარტეტის წევრები არიან დავით არჩვაძე, ბექა ჩხაიძე, ნიკოლოზ ცერცვაძე და დავით მაღრაძე. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე ინგა ბერაძემ , "ოქროს მუზას" გამარჯვებულებმა ლიზა ჩიჩუამ და ელენე ლეკვეიშვილმა. კონცერტზე შესრულდა რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, რუსუდან სებისკვერაძისა და დათო არჩვაძის სიმღერები. ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას და სამახსოვრო სიგელები გადასცა შვედური ორგანიზაციების "Riff”- ისა და “Vuxenskolan”წარმომადგენლებს, ორგანიზაცია "დეიზის" მხარდაჭერისათვის. ღონისძიება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რეპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ბავშვთა ანსამბლისფესვებისწევრები, თათა ზანდუკელი და თემო არაბული. კონცერტის ბოლოს "ქართულმა კვარტეტმა" და სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სახელობის საეკლესიო გუნდმა ერთობლივად შეასრულეს "მრავალჟამიერი" თემო პოტასკაევის ხელმძღვანელობით. ღონისძიებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 18 ნოემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება კონცერტის მონაწილეებისა და ორგანიზატორებისთვის.პროექტი განხორციელდა ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია დეიზის"(ხელმძღვანელები ქეთევან ბაღათურია და ხათუნა კაკურია) და მალტის ქართული კულტურის ცენტრის/VIPR „ვიპიარ ჯგუფის„ (ირინა ცერცვაძე) მხარდაჭერით.