საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დედა ენის დღე შვედეთში

/წლის 14 აპრილს, დიასპორული ორგანიზაციისილია ჭავჭავაძის სახელობის შვედეთის ქართული სათვისტომო“ ორგანიზებით, სტოკჰოლმის კულტურის ცენტრში „სენსუს“-ში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გახსნა ქართველმა ლოტბარმა და მუსიკის მასწავლებელმა, ანსამბლ „ნერგების“ მოთავემ და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა  ლელა კუხიანიძემ.

     შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა ქართული ენის, როგორც მსოფლიოში ერთერთი უძველესი და თვითმყოფადი ენის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ მყოფი მოზარდებისათვის ქართული ენის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ასევე გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენები.

    ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად საქართველოდან ჩამოვიდა საბავშვო მწერალი ნინო სადღობელაშვილი, რომელიც ასევე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას  და ბავშვებს ქართული ზღაპრები და ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების საიუბილეო გამოცემა "ნოდარ ბაბუს ლექსები“  გადასცა საჩუქრად.

       მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა დიასპორულ ორგანიზაციასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლინერგები“. საბავშვო ანსამბლის წევრებმა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს ზეიმზე მოსულ სტუმრებს (ქორეოგრაფები ლომინ ბერაია და ზურაბ ცინაძე).

      მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა ქართველმა მევიოლინემ ვიტალი კენჭაძემ.

     მადლობას ვუხდით ალექსანდრე გაბელიას ფოტო მასალის მოწოდებისათვის.