საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენა ივლისის ბოლომდე გადავადდა

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენა ივლისის ბოლომდე გადავადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებით უპირატესი ფაქტორი მოსახლეობის ჯანმრთელობა და საქართველოში ამ დროისთვის არსებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების სურვილია.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ რეგულარული ფრენები სრული მასშტაბით რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს - როგორც იცით, ჩვენი მთავრობა, მათ შორის ჩვენი სამინისტრო ახალი ფრენების გახსნის და ახალია ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოყვანის პროცესის ავანგარდში იყო. მაგრამ ახლა ის ვითარებაა, როდესაც პირველი და უპირატესი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარებაა“ - განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე არსებული შეზღუდვის 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ.

„რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“ - ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით „ქვეყანა ინარჩუნებს იმ საკარანტინო პირობებს რაც აქამდე მოქმედებდა“.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თუ უცხო ქვეყანებში ინფექციის აღმავალი ტალღა შეინიშნება, რაც საქართველოსთვის  დიდ რისკს წარმოადგენს, რომ მოხდეს ვირუსის შემოტანა და გავრცელება.

საერთაშორისო რეგულარული ფრენების სრულ აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეებს  საქართველოში გაფრენა შეგიძლიათ დაგეგმოთ კვლავ Georgian Airways ავიაკომპანიის კომერციული ჩარტერული რეისებით, რომელსაც ავიაკომპანია ივლისის თვეშიც განახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან.  ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშირდეთ თავად ავიაკომპანიას ან მიმართოთ ტუროპერატორებს.

ქვეყანაში ნარჩუნდება აქამდე არსებული რეგულაციები და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი. ასევე არსებული რეგულაციებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:

·         საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;

·         საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;

·         ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);

·         საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;

·         პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;

·         საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;

·         ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

·         საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

საქართველო განაგრძობს რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხზე პარტნიორებთან მუშაობას.