საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება. მათ შორის, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე/დასვენების დღეებად. გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე. შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით წყვეტს მოქალაქეების მიღებას.

თუმცა უქმე/დასვენების დღეებში მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

გადაუდებელ შემთხვევებში საელჩოსთან დაკავშირება შესაძლებელია იქნება ცხელი ხაზის ნომერზე:

📞+46 (0) 723695428.