საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად, არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2021 წლის 17-19 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.