საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაიცანი ქართული კულტურა მალმეს უნივერსიტეტში

მალმეს უნივერსიტეტის ქართული ენის, კულტურის და საზოგადოების კურსის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2021 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ჩატარდება ონლაინ სემინარების სერიაგაიცანი ქართული კულტურა მალმეს უნივერსიტეტში“.

 

24 სექტემბერი, 15.00-17.00

Ø  მალმეს უნივერსიტეტის პროფესორის, კარინა ვამლინგის, მალმეს უნივერსიტეტის დოქტორის, მანანა კობაიძის და მალმეს უნივერსიტეტის დოქტორის, რევაზ ჭანტურიას შესავალი პრეზენტაცია - ქართული ენის ონლაინ კურსი 20 წლის შესრულდა.

Ø  არნოლდ ჩიქობავას სახ. ლინგვისტიკის ინსტიტუტის პროფესორი ზაალ კიკვიძეს პრეზენტაცია - ქართული ენის და საზოგადოების ისტორია.

o   რეგისტრაცია

 1 ოქტომბერი, 13.15-15.00

Ø  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თინათინ ბოლქვაძის ლექცია ქართული ენის შესახებ;

 8 ოქტომბერი, 13.15-15.00

 Ø  ქართული ხელოვნების ონლაინ-გამოფენის გახსნა;

Ø  თავდაცვის სამეფო კოლეჯი პროფესორი (CMG), დენის კიფი - დიპლომატი საქართველოში

o   რეგისტრაცია

 22 ოქტომბერი,  15.00-17.00

 Ø  გამომცემელი, მწერალი და მთარგმნელი, კრისტიან კარლსონი, მთარგმნელი, თამარა ჩიქოვანი, მთარგმნელი, მანანა კობახიძე და მწერალი ჰანა სანდბორგი - მრგვალი მაგიდა თემაზექართული ლიტერატურა შვედეთში და შვედური ლიტერატურა საქართველოში“;

o   რეგისტრაცია

 5 ნოემბერი, 15.00-17.00

 Ø  მონრეალის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის კევინ ტუიტის ლექცია ბანკეტი, როგორც ექსტრემალური სპორტი: აგონიზმი და ქართული სუფრა

o   რეგისტრაცია

მალმეს უნივერსიტეტის ქართული ენის, კულტურის და საზოგადოების კურსის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავნი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი კინორეჟისორის, ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმისნამეჩვენება. ასევე, გამოიცემა ელექტრონული წიგნიქართული ენა. Georgiska“.