საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა 6 ოქტომბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სპეციალური ფორმატის საშუალებით, რწმუნებათა სიგელები გადასცა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარია კრისტინა ლუნდკვისტს და შვედეთის მეფის სასახლიდან მიღებული თანხმობის შემდეგ, 7 ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას. შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან ელჩის აუდიენცია გაიმართება უახლოეს მომავალში.