საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრა

13 თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. ღონისძიება შვედეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის გახსნისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა. ტრადიციულად საზოგადოების წლიურ შეკრებას საქართველოს საელჩო მასპინძლობს. საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოება 2009 წელს საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა. შეხვედრის დასაწყისში დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. საზოგადოების თავმჯდომარემ, სვენ ჰოლმსტრომმა ორგანიზაციის გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. სვენ ჰოლმსტრომი კვლავ საზოგადოების თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს მომავალ წლამდე. შეხვედრის მეორე ნაწილში მოხსენებით გამოვიდა ნობელის ოჯახის საზოგადოების თავმჯდომარე თომას თიდენი, რომელმაც წარადგინა ახალი წიგნი ძმები ნობელების შესახებ და საქართველოსა და აზერბაიჯანში მათი საქმიანობის თაობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.