საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული საღამო როტარის კლუბში

12 თებერვალს საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე სტოკჰოლმის როტარის კლუბის „Klara"-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას  დ აესწრი, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. კლუბში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „ტერმინუსში", რომელსაც კლუბის 25 წევრი დაესწრო.  ღონისძიების ფარგლებში ელჩმა პრეზენტაცია გამართა საქართველოს შესახებ, მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შესახებ, ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები. ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ვიდეო-ინფორმაცია წარადგინა, რამაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ზოგადად ამგვარი საღამოების მიზანი საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება  და ბუნებრივად ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა. პრეზენტაციის შემდეგ კლუბის წევრებმა საქართველოში მოგზაურობის სურვილი გამოთქვეს. სტოკჰოლმის როტარი კლუბის პრეზიდენტმა  მატს ჰოლკემ სამახსოვრო დიპლომი გადასცა ელჩს და მადლობის ნიშნად როტარი კლუბის ფონდიდან საქველმოქმედო მიზნით გადაირიცხა თანხა საერთაშორისო ფონდში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვების პოლიოს საწინააღმდეგო ვაქცინაციას.