საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

28-ნოემბერი-2017

28-ნოემბერი-2017

კონკურსი სტაჟირების გავლის მსურველთათვის

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

26-ოქტომბერი-2017

26-ოქტომბერი-2017

სტოკჰოლმში ენების ევროპული დღე აღინიშნა

26 სექტემბერს, სტოკჰოლმში ევროკომისიის წარმომადგენლობაში, "ევროპის სახლში"  ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქართული ენაც იყო წარმოდგენილი. საქართველოს საელჩო ამ ღონისძიებაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობას.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის წარ...

16-ოქტომბერი-2017

16-ოქტომბერი-2017

Ethnic Cleansing in Occupied Regions of Georgia

As a result of a well-planned and systematically implemented occupation policy of the Russian Federation on the territory of Georgia, since 1991 hundreds of thousands of people have been expelled en masse from their homes to become IDPs and refugees. Property of ethnic Georgians has been delibe...

29-სექტემბერი-2017

29-სექტემბერი-2017

ელჩის ლექცია ორებრუს უნივერსიტეტში

28 სექტემბერს ორებრუს უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ელჩის, მალხაზ კაკაბაძის ლექცია  - შვედეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. ელჩმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა შვედურ-ქართული ურთიერთობები. დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართ...

< 1 2 3 4 5  ... > 
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

სოციალური პროექტების დაფინანსება
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
პროფესიული სწავლება
ანაზღაურებადი სტაჟირება
სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
იურიდიული დახმარება
საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება
აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995) 32 243 11 00, (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი: http://www.mra.gov.ge/

ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის.pdf
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.pdf
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი.pdf