საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

10-თებერვალი-2017

10-თებერვალი-2017

საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრა საქართველოს საელჩოში

9 თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს შვედეთში...

10-თებერვალი-2017

10-თებერვალი-2017

შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მიიღო. საქართველო - შვედეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კო...

10-თებერვალი-2017

10-თებერვალი-2017

შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანდერს იგემანი და შვედეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველო...

31-იანვარი-2017

31-იანვარი-2017

მარიამ ბაწაშვილის კონცერტი სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში

ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი 19 მარტს სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში გამართავს კონცერტს. ის შეასრულებს ლისტისა და შოპენის  ნაწარმოებებს.  დამატებითი  ინფორმაციის ხილვა კონცერტის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

< ... 6 7 8 9 10  ... > 
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

სოციალური პროექტების დაფინანსება
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
პროფესიული სწავლება
ანაზღაურებადი სტაჟირება
სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
იურიდიული დახმარება
საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება
აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995) 32 243 11 00, (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი: http://www.mra.gov.ge/

ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის.pdf
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.pdf
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი.pdf