ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვის შესახებ

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება-ანკეტა;

ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ).

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ გახდება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ასევე უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, საკონსულო სამსახურს საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიაწოდოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები (მის: Karlavägen 60, 2tr 11449 Stockholm, Embassy of Georgia).

საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება უფასოდ.

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (18 წლამდე ასალის პირი), ასევე მზრუნველობის და მეურვების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება დასაშვებია, მხოლოდ მშობლის (მზრუნველი, მეურვე) თანხმობით. თანხმობა გამოიხატება საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტაზე მშობლის (მეურვე, მზრუნველი) ხელმოწერით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ