ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბიომეტრიული პასპორტი:

ბიომეტრიული პასპორტი:  პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის მისაღებად თქვენ უნდა მობრძანდეთ შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი ბიომეტრული მონაცემების აღება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბუთების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონით +46 8 678 0263, ან დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.geoconsul.gov.ge

არ არის სავალდებულო 9 წლამდე ასაკის ბავშვების საელჩოში მოყვანა. მათ უფლებებს წარმოადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი). მომსახურების გაწევა განხორციელდება საელჩოში განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

18 წელს მიღწეულ პირების ბიომეტრული შემცველობის პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.

18 წლამდე ასაკის პირებზე - 3 წლის მოქმედების ვადით.

წარსადგენი დოკუმენტები: 1. არასრულწლოვანის პასპორტის შემთხვევაში - მისი დაბადების მოწმობა;  2. სრულწლოვანის პირველადი პასპორტის შემთხვევაში - საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაბადების მოწმობა; 3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიცვალეთ პერსონალური მონაცემები და ახალ მონაცემზე გსურთ პასპორტის აღება - ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. 16 წლამდე არასრულწლოვანებზე საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა (თანხმობა შეიძლება გამოხატული იქნას უშუალოდ საელჩოში, ან შედგენილი იქნას სანოტარო წესით ). სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით - აპოსტილის ბეჭდით. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილ შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანის მიმართაც გამოიყენება ზემოთხსენებული დამოწმების პროცედურები.

მომსახურების საფასურია 1208,84 შვედური კრონი.

50 % თავისუფლდება:

1. იძულებით გადაადგილებული პირები;

2.მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

3. 18 წლამდე ასაკის პირები (604,42 შვედური კრონი). 10 % თავისუფლდება: სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი" და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად.

საბანკო რეკვიზიტები: 

Account no: 7 62 22-9 SEK 
IBAN: SE29995000099602600762229 
(Plusgiro: 76222-9, Bankgiro: 5826-0381)
Holder: Embassy of Georgia 
SWIFT: NDEASESS
Company  ID: 9340033878 
Bank-country: NORDEA-SE

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.

გთხოვთ წარმოადგინოთ საფასურის გადახდის ქვითარი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ