ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების მიზნით.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

მომსახურება შეიძლება გაეწიოს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პირებს, რომელთაც უდგინდებათ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებს. დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საელჩოში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით ან თქვენი ელექტრონული განაცხადის დარეგისტრირების გზით შემდეგ მისამართზე: www.geoconsul.gov.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საელჩოში პირადი გამოცხადებისას საბუთების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონით +46 8 678 0263.

წარსადგენი ფოკუმენტები:

  • ანკეტა;
  • ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი;
  • არასრულწლოვან პირზე - ერთ-ერთი მშობლის თანხმობა;
  • არასრულწლოვან, ან ქმედუუნარო პირზე - კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წარმომადგენლის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით - აპოსტილის ბეჭდით, ან ლეგალიზებული.

სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილ შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანის მიმართაც გამოიყენება ზემოთხსენებული დამოწმების პროცედურები.

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 326 შვედური კრონი, უნაღდო ანგარიშსწორებით. თანხის ჩარიცხვისას ქვითარზე მითითებული უნდა იყოს თქვენი სახელი და გვარი. საბანკო ანგარიშის ნომერია:

Account no: 7 62 22-9 SEK
IBAN: SE29995000099602600762229
(Plusgiro: 76222-9, Bankgiro: 5826-0381)
Holder: Embassy of Georgia
SWIFT: NDEASESS
Company ID: 9340033878
Bank-country: NORDEA-SE

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად, იმ ოდენობით, რამდენიც ზემოთ არის აღნიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებულ პირებად - დევნილებად ცნობილნი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.

100 % თავისუფლდება

  • 18-წლამდე პირები;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • პირები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს; 
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • პირები, რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას.

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ