ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემა

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემის მიზანი, როგორც წესი, არის უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაცია. აღნიშნული ცნობის მიღება გულისხმობს, იმას რომ მოქალაქე ცნობის გაცემის მომენტისათვის არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ არსებობს მისი უცხოეთში ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად საელჩოში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • განცხადება;
  • წარმომადგენლის მეშვეობით ცნობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღები პირი იმყოფებოდა ქორწინებაში - წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა და ა.შ.);
  • იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შეცვლილი სახელი ან გვარი, ხსენებული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.);
  • სასურველია, დამატებით იქნას წარმოდგენილი ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღები პირს ჰყავს არარეგისტრირებული ქორწინებიდან შვილ(ებ)ი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბუთების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონით +46 8 678 0263, ან დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.geoconsul.gov.ge

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

 

  • დადგინდა, რომ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები;
  • განცხადება წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;

მომსახურების საფასურია 185,98 შვედური კრონი.

 

საბანკო რეკვიზიტები:

Account no: 7 62 22-9 SEK
IBAN: SE29995000099602600762229 
(Plusgiro: 76222-9, Bankgiro: 5826-0381)
Holder: Embassy of Georgia 
SWIFT: NDEASESS 
Company ID: 9340033878 
Bank-country: NORDEA-SE

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

100 % თავისუფლდება

 

  • საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირები;

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ