ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის


დიპლომატიურ ურთიერთობათა ქრონოლოგია

საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთში გაიხსნა 1918 წლის 19 ოქტომბერს. დიპლომატიური ურთიერთობები აღსდგა 1992 წლის 19 სექტემბერს

 

საქართველოს ელჩები შვედეთის სამეფოში

 

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1918 წლის 19 ოქტომბერი - 1919 წლის 20 იანვარი)

არისტო ჭუმბაძე (1919 წლის 21 იანვარი - 1920 წლის 14 ივნისი)

ამირან კავაძე (2006 წლის 3 ნოემბრი - 2011 წლის 31 მაისი)

კონსტანტინე ქავთარაძე (2011 წლის 1 ივნისიდან)

 


შვედეთის სამეფოს ელჩები საქართველოში

ჰენრიკ სვენ ჰირდმანი (06.1995-10.2005) არარეზიდენტი

იოჰან მოლანდერი (10.2005-12.2006) არარეზიდენტი

ჰანს გუნარ ადენი (12..2006-09.2009) არარეზიდენტი

დიანა იანსე (2010 წლის სექტემბრიდან)


საპატიო კონსულები

ერიკ იუნსონი (2000 წლის აპრილი - 2008 წლის იანვარი)
ბაკურ სულაკაური (2008 წლის მაისიდან - 2011 წლის ივნისამდე)


თანამშრომლობის სფეროები

საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთში დაარსდა 1918 წელს. მისიას ხელმძღვანელობდა ელჩი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს საელჩო ხელახლა გაიხსნა.

2006 წლის ნოემბერში გაიხსნა საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში და 2007 წელს ორივე ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების 15 წლისთავი.

შვედურ-ქართულ ურთიერთობებს გააჩნია უფრო ღრმა ფესვები, რომელიც დასაბამს იღებს 19-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ეს პერიოდი ასოცირებულია ნობელების ოჯახთან, რომლებმაც მოახდინეს ინვესტირება ბათუმის პორტში ნავთობის ტერმინალის მშენებლობისა და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ნობელების ოჯახის უშუალო ხელშეწყობით 1887 წელს გაიხსნა შვედეთის ვიცე-საკონსულო ქალაქ ბათუმში.

შვედეთი გაწევრიანდა საქართველოს მეგობართა ახალ ჯგუფში 2007 წელს ვილნიუსში ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

თანამშრომლობა განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რასაც უწევს შვედეთის სამეფოს მთავრობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA) ხდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. შვედეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დონორს საქართველოსთვის.

შვედეთი აგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საქმეში სხავადასხვა მიმართულებით: სახელმწიფო მართვის სრულყოფა, დემოკარტიული და სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, კონფლიქტების დარეგულირება.

საპარლამენტთაშორისო თნამაშრომლობის წახალისების მიზნით დაფუძნდა საქართველოს პარლამენტში შვედეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი რუსუდან კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჯესიკა პოლფიერდის ხელმძღვანელობით.

2009 წელს შვედეთმა გააძლიერა თანამშრომლობა საქართველოსთან ~აღმოსავლეთ პარტნიორობის~ ინიციატივის იმპლემეტაციის კუთხით.

ევროკავშირის შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში (1 ივლისი - 31 დეკემბერი 2009) შვედეთის სამეფო აგრძელებდა დახმარებას საქართველოს მიმართ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების გაფორმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით.

2010 წლის 21 იანვარს შვედეთის მთავრობამ მიიღო საქართველოსთან განვითარების თანამშრომლობის ახალი სტრატეგია 2010-2013 წლებისათვის, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის ყოველწლიურად შვედეთის განვითარების თანამშრომლობის დახმარებას 100 მილიონი შვედური კრონის ოდენობით.


ეკონომიკური თანამშრომლობა

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა (ათასი ა.შ.შ დოლარი)

წელი ექსპორტი იმპორტი
2000 53.1 10613.6
2001 249 1129.2
2002 15.2 7869.9
2003 36.3 6383.2
2004 63.4 4811.9
2005 149.6
9623
2006 10 13611.5
2007 90.4
32439.7
2008 70 27510
2009 220 15600
2010 5 11100
2011 420 17020
2012    

შვედური ნაწარმის იმპორტის ძირითადად მოდის სხვადასხვა სახის საინჟინრო პროდუქციაზე, ქიმიურ პროდუქტებზე, ნედლეულზე.

საქართველოს ექსპორტი ძირითადად შეადგენს საკვები პროდუქტებს და საინჟინრო პროდუქციას.

 


მნიშვნელოვანი ვიზიტები

საქართველოდან

2007 წლის 7-9 ივნისი, სტოკჰოლმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი

2007 წლის 12-16 სექტემბერი, გოტლანდის კუნძული - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძის ვიზიტი

2008 წლის 28-29 მაისი, სტოკჰოლმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი

2008 წლის 29 აგვისტო, სტოკჰოლმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი

2008 წლის 30 ოქტომბერი, სტოკჰოლმი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2009 წლის 20 აპრილი, სტოკჰოლმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2009 წლის 22 ოქტომბერი, სტოკჰოლმი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2010 წლის 5-7 მაისი, სტოკჰოლმი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2011 წლის 6-10 მარტი, სტოკჰოლმი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2011 წლის 16-17 მაისი, სტოკჰოლმი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

2011 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, გოტლანდის კუნძული - პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი

2011 წლის 4-5 ოქტომბერი, სტოკჰოლმი - საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი

2011 წლის 21 ნოემბერი, სტოკჰოლმი - საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის საქმიანი ვიზიტი

2012 წლის 10-11 მაისი, სტოკჰოლმი - ქ. თბილისის მერის გიგი უგულავას ვიზიტი

2012 წლის 25-26 ივნისი, სტოკჰოლმი  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი

 

შვედეთის სამეფოდან

2005 წლის 24-25 იანვარი - შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრის იორან პერსონის ვიზიტი საქართველოში

2006 წლის 6 დეკემბერი - შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში

2007 წლის 16-17 მაისი - შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში (პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად კარლ ბილდტი დაესწრო ნობელის სახელობის მუზეუმის ინაუგურაციას ბათუმში)

2007 წლის 23-25 სექტემბერი - შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის პერ ვესტერბერგის ვიზიტი საქართველოში (ნორდიკული და ბალტიის საპარლამენტო განზომილების ფარგლებში)

2007 წლის 1-4 ნოემბერიი - შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში (მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - Tbilisi Summit 2007, Building Europe's East

2008 წლის 4-5 აპრილი - შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში

2008 წლის 11-12 აგვისტო - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი საქართველოში

2008 წლის 1-6 სექტემბერი - შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის იორან ლენმარკერის ვიზიტი საქართველოში

2009 წლის 22-24 იანვარი - შვედეთის სამეფოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მონა სალინის ვიზიტი საქართველოში

2009 წლის 26-27 იანვარი - შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის  მინისტრის გუნილა კარლსონის ვიზიტი საქართველოში

2009 წლის 31 მარტი-1 აპრილი - შვედეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრის ვაჭრობის საკითხებში გუნარ ვისლანდერის ვიზიტი საქართველოში

2009 წლის 16-19 ივლისი - ევროკავშირის ტროიკას ვიზიტი საქართველოში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ხელმძღვანელობით

2010 წლის 18-20 მაისი - SIDA-ს გენერალური დირექტორი ანდერს ნორდსტომის ვიზიტი

2010 წლის 22-24 მაისი - საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი

2010 წლის  2-4 ივნისი - ვაჭრობის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის ანდერს ანლიდის ვიზიტი (შვედურ-ქართული ბიზნეს ფორუმისა და ბიზნეს-სემინარის „Export to Sweden" ფარგლებში)

2011 წლის 31 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი

2011 წლის 15 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი

2012 წლის 26 მარტი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორის ბიორნ ლირვალის ვიზიტი

2012 წლის 12-16 მაისი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

2012 წლის 6 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი

2012 წლის 26-28 სექტემბერი - საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მდივნის გუნარ ოომის ვიზიტი

2012 წლის 12-13 დეკემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ვიზიტი

 

სამართლებრივი ბაზა

დიპლომატიურ ურთიერთობებთან ერთად, შვედეთის სამეფომ და საქართველომ დაიწყეს სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება  თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. დღეისათვის, შვედეთის    მთავრობასა და საქართველოს დადებული აქვთ შემდეგი  შეთანხმებები:

- შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) -ს საკოორდინაციო ოფისის დაარსების შესახებ სამხრეთ კავკასიაში (ხელი მოეწერა 2004 წლის 5 მარტს, ძალაშია 15.11.05).

- შეთანხმება "საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ". (ხელი მოეწერა 2006 წლის 13 დეკემბერს, ძალაშია 15.03.2007).

- საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმება. (ხელი მოეწერა 2008 წლის 30 ოქტომბერს, ძალაშია 1.04.2009).

- შეთანხმება საქართველოსა და შვედეთს შორის 2010-2013 წლებში განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ (ძალაშია 14.12.2010)


ბმული

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:   www.sweden.gov.se

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ