ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

26 სექტემბერს, სტოკჰოლმში ევროკომისიის წარმომადგენლობაში, "ევროპის სახლში"  ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქართული ენაც იყო წარმოდგენილი. საქართველოს საელჩო ამ ღონისძიებაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობას.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ისლანდიის, საბერძნეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის საელჩოები, „გოეთეს ინსტიტუტი", სტოკჰოლმის „ფრანგული ინსტიტუტი", „სერვანტესის ინსტიტუტი", იტალიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი და შვედეთის ენების საბჭო.  წარმოდგენილ ენებს შორის, ერთადერთი ენა ქართული იყო, რომელიც არ ეკუთვნის ევროკავშირის ოფიციალურ ენებს.

განთავსების თარიღი: 26.10.2017
 

28 სექტემბერს ორებრუს უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ელჩის, მალხაზ კაკაბაძის ლექცია  - შვედეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. ელჩმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა შვედურ-ქართული ურთიერთობები. დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ორებრუს საგარეო ურთიერთობების საზოგადოების წევრები და ორებრუს უნივერსიტეტის სტუდენტები.

განთავსების თარიღი: 29.09.2017
 

საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, სტაჟირების გავლის მსურველთა მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

განთავსების თარიღი: 27.09.2017
 

A high level event "Tbilisi Belt & Road Forum" will be herld in Tbilisi, Georgia on 28-29 November, 2017. For additional information please visit the web page of the event at http://www.tbilisibrf.gov.ge/en 

განთავსების თარიღი: 18.09.2017
 

2017 წლის 30 მაისს შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

განთავსების თარიღი: 31.05.2017
 

2017 წლის 29 მაისს შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.

განთავსების თარიღი: 30.05.2017
 

7 მარტს საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრას დაესწრო. მან საზოგადოების წევრებს  ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.  მოხსენება წაიკითხეს შვედმა ქართველოლოგმა, ლინგვისტმა იოაკიმ ენვალმა და არქეოლოგმა ულრიკა სოდერლინდმა, რომელიც თამარ მეფეს დაეთმო.

განთავსების თარიღი: 08.03.2017
 

მ/წლის 6 მარტს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Villa Källhagen გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იქნა  ღვინის იმპორტიორი კომპანიის Södra Kaukasus წარმომადგენლების იორან სვედბერგისა და უვე ერიკსონის მიერ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნა კომპანია შატო მუხრანის ღვინოები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია „შატო მუხრანის\" წარმომადგენელმა პეტერ სვეტიჩინმა. საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გავუსვა შვედეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.  ღვინის დეგუსტაციას ასევე ესწრებოდნენ პოლიციის ატაშე გოგი გახარია და სამხედრო ატაშე მალხაზ ჯამურელი.

განთავსების თარიღი: 07.03.2017
 

ორგანიზაცია "Doc Lounge Stockholm"-ის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 11 თებერვალს სტოკჰოლმის ღამის კლუბში „Under Bron"  გაიმართა ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ფილმის "დაისის მიზიდულობა" პრემიერა. ფილმის ჩვენებას დაესწრო საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საელჩო  სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კულტურის წრეები წარმომადგენლები, სტუდენტები და ახალგაზრდები.

განთავსების თარიღი: 13.02.2017
 

9 თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

განთავსების თარიღი: 10.02.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ