ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ/წლის 9 ოქტომბერს შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის მორიგი შეკრება, რომელიც ამჯერად ქართულ ხელოვნებასა და ფერწერას მიეძღვნა. ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

განთავსების თარიღი: 20.10.2014
 

მ/წლის 30 სექტემბერს, სტოკჰოლმში ევროკომისიის წარმომადგენლობაში გაიმართა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ენა.

განთავსების თარიღი: 02.10.2014
 

მ/წლის 26 სექტემბერს საქართველოს საელჩოს ეწვივნენ ცნობილი შვედი მეწარმეებისა და ფილანტროპების, ძმები ნობელების შთამომავლები. მათთვის საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ გამართა პრეზენტაცია საქართველოს, მისი ისტორიის, ქართული კულტურის, ტრადიციების, შვედურ-ქართული ურთიერთობების შესახებ. პრეზენტაციაში დიდი ადგილი დაეთმო ლუდვიგ და რობერტ ნობელების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას Branobel, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში კასპიური ნავთობის ექსპორტს ახდენდა ევროპაში ბათუმის გავლით. Branobel-ის მეწილე იყო ლუდვიგ და რობერტ ნობელების ძმა, ცნობილი ინდუსტრიალისტი, ალფერდ ნობელი, რომელმაც კომპანიაში მისი შემოსავლების ნაწილი თავისი სახელობის პრიზის დასაფინანსებლად გამოიყენა.

 

განთავსების თარიღი: 01.10.2014
 

2014 წლის 13  სექტემბერს შვედეთში საქართველოს საელჩოსთან არსებულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბავშვებს დაურიგდათ ახალი სახელმძღვანელოები და ქართული ენის რვეულები. საკვირაო სკოლა შვედეთში საქართველოს საელჩომ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა. ამჟამად სკოლაში 7-10 წლის ასაკის ათი ბავშვი სწავლობს. ისინი გადიან საკვირაო სკოლებისთვის დამტკიცებულ პროგრამას, სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას. საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის საელჩო პერიოდულად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, კონცერტებს, ნახატების გამოფენებს, საახალწლო ზეიმებს.

 

განთავსების თარიღი: 17.09.2014
 

ა.წ. 4-5 სექტემბერს, სტოკჰოლმში, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით, იმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის\" 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი. შეხვედრაზე ასევე მიწვეულია გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი.

განთავსების თარიღი: 08.09.2014
 

2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით.

განთავსების თარიღი: 08.09.2014
 

საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ამოქმედდა ახალი ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

განთავსების თარიღი: 05.09.2014
 

ცენტრალურ შვედეთში მდებარე ქალაქ ვირსბოს სამხატვრო გალერეის და შვედეთში ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის პროექტის ავტორის შტეფან მატსონის ინიციატივითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, მ/წლის 2 აგვისტოს ვირსბოს სამხატვრო გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

განთავსების თარიღი: 26.08.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები 7 აგვისტოს წლისთავთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ. ქართველმა დიპლომატებმა ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას

განთავსების თარიღი: 07.08.2014
 

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.

 

განთავსების თარიღი: 04.08.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ