ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას" იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები" ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

განთავსების თარიღი: 06.11.2015
 

2015 წლის 23 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საგანგებო დავალებათა ელჩმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს ეროვნულ არქივს ოფიციალურად გადასცეს გერმანიისა და შვედეთის სამეფოს არქივებში მოძიებული მასალები, რომლებიც 1918-1921წლებში  ამ ქვეყნებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობების ფუნქციონირებას ეხება.

განთავსების თარიღი: 02.11.2015
 

მ/წლის 4 სექტემბერს სტოკჰოლმის კინოთეატრში „Sture" გაიმართა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმის "მანდარინები" პრემიერა. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. „მანდარინები" ნაჩვენები იქნა ასევე გოტებორგის, მალმოს, უფსალას, ორებრუსა და ლუნდის კინოთეატრებში.

განთავსების თარიღი: 21.09.2015
 

მ/წლის 15 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან მარტინა ქვიკთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

განთავსების თარიღი: 21.09.2015
 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით, მ/წლის 12 აგვისტოს შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში მოეწყო ჰუმანიტარულ თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენა და გაიმართა ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის „რუსულის გაკვეთილები" ჩვენება, რომელსაც დაესწრნენ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, შვედეთის პოლიციისა და არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი შვედი თანამშრომლები.

განთავსების თარიღი: 21.09.2015
 

მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air 2015" მ.წ. 3-7 ივლისს, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გაიმართება. ეწვიეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას. დაწვეილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

განთავსების თარიღი: 24.06.2015
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა მაღალი დონის ყოველწლიურ ფორუმს „Tbilisi Silk Road Forum". ღონისძიების მიზანია ისტორიული „აბრეშუმის გზის" გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობისადმი ახლებური მიდგომების შემუშავება. პირველი ასეთი ფორუმი 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზიის განვითარების ბანკის პატრონაჟითა და სახელმწიფო საწარმოს „Enterprise Georgia" ლოგისტიკური მხარდაჭერით.

განთავსების თარიღი: 24.06.2015
 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით შვედეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სურვილი აქვთ, შეუძლიათ გადარიცხონ თანხა შვედეთში საქართველოს საელჩოს შვედურ საბანკო ანგარიშზე.

განთავსების თარიღი: 19.06.2015
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის გამო, რომელმაც იმსხვერპლა  ადამიანების  სიცოცხლე,  არიან დაშავებულები და კვლავ გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა.

2015 წლის ივნისს დატრიალებული სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დედაქალაქს. დაზიანებულია და ფაქტობრივად განადგურებულია მისი ინფრასქტუქრურის ნაწილი - თბილისის ზოოპარკი, ვერეს ხეობაში მდებარე მაგისტრალური გზატკეცილი, ასევე მიმდებარე ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი ტერიტორიები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. უწყების ცენტრალური აპარატი საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საქართველოში აკრედიტებული მისისების სრული ჩართულობით, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობის შესაბამის სამსახურებთან, რათა დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები და ეფექტურად წარიმართოს  აღდგენითი სამუშაოები.

სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები  და მათი უცხოელი მეგობრები გამოთქვამენ სურვილს ფინანსური დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოსახლეობას და  დედაქალაქს ამ მძიმე ჟამს. ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, სადაც დაინტერესებულ მსურველს შუძლია გაიღოს დონაცია.

განთავსების თარიღი: 16.06.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩო შვედური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის რეგულარულად მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაა. ამგვარ ღონისძიებებზე დამსწრეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ასევე, მის დღევანდელობას, ტურისტულ და ბიზნეს პოტენციალს, საინვესტიციო გარემოს. ისინი იღებენ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და კერძები.

განთავსების თარიღი: 06.06.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ