ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

 

შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც 1918-1921 წლებში შვედეთში საქართველოს რესპუბლიკის პირველი საელჩოს საქმიანობას და შვედეთსა და სკანდინავიაში საქართველოს ელჩების მიხაკო წერეთლის, არისტო ჭუმბაძისა და აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობას ეხება.

გამოფენა საზეიმოდ გახსნა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

გახსნას ესწრებოდნენ შვედი პარლამენტარები, გავლენიანი შვედური კვლევითი ცენტრების ექსპერტები, შვედეთის ატლანტიკური საბჭოს წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. გამოფენა პირველი რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობას, მიმოწერას, ასევე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ახლადშექმნილი რესპუბლიკის გარშემო არსებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. მასალების ნაწილი, კერძოდ, საქართველოს პირველ დიპლომატიურ მისიასა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერა, საელჩომ შვედეთის არქივებში მოიძია, ხოლო, პირველი ქართველი ელჩების იმდროინდელი კორესპონდენცია საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საელჩოს საქართველოს სახელმწიფო არქივმა მიაწოდა.

მასალების მოძიებასა და გამოფენის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა, შვედეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა ანუკი სტურუამ, გივი მჭედლიშვილმა, ლერი ხუფენიამ, ასევე, „ევროპული სკოლის\" მოსწავლემ ელენე ქავთარაძემ.

განთავსების თარიღი: 03.06.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღება სტოკჰოლმის ისტორიულ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ჰაზელიუსის" მიღებათა დარბაზში გაიმართა. საელჩოს მიღებას შვედეთის სამეფო კარის, მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების, ასევე, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები დაესწრნენ.

განთავსების თარიღი: 28.05.2015
 

ყოველწლიურად ჰელსინკიში იმართება რესტორნებისა და სამზარეულოს საერთაშორისო დღე. ეს ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამ დღეს ფინეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ეძლევათ ლიცენზიებისა და სპეციალური ნებართვების გარეშე ჰელსინკის რესტორნებში მოაწყონ ეროვნული სამზარეულოს პრეზენტაცია-გაყიდვა და უმასპინძლონ სტუმრებს.

განთავსების თარიღი: 19.05.2015
 

მ/წლის 11-12 მაისს, ფინეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ სტენლუნდთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან მიკო ჰაუტალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იააკო ლააიავასთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და ფინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი მესხელი.

განთავსების თარიღი: 14.05.2015
 

საქართველოს ელჩმა შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ახალ თავმჯდომარესთან, „სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ურბან ალინთან. საუბარი შეეხო რიგის სამიტის წინ არსებულ ვითარებას, საქართველოში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შედეგებს, შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ურბან ალინის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას.

განთავსების თარიღი: 07.05.2015
 

მ/წლის 19-25 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომლის ერთ-ერთი თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  ზოგადი ინფორმაცია ქართულ და  ინგლისურ ენებზე განთავსებულია კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. www.giutarcompetition.ge

განთავსების თარიღი: 05.05.2015
 

საქართველოს ელჩმა შვედეთსა და ფინეთში კონსტანტინე ქავთარაძემ ფინეთში შეხვედრები გამართა. იგი დაესწრო დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებისთვის გამართულ საზეიმო სადილს, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს. მოკლე მისასალმებელ სიტყვაში ფინეთის პრეზიდენტმა ფინეთის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, შეეხო უკრაინაში არსებულ სიტუაციას, გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები და აღნიშნა მინსკის შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობა.

განთავსების თარიღი: 05.05.2015
 

2015 წლის 1-6 აპრილს, შვედური არასამთავრობო ორგანიზაციის \"შვედეთის საგარეო საქმეთა ასოციაცია - მალმო\" დელეგაცია სასწავლო ვიზიტით თბილისს ეწვია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან მალმეს, ლუნდისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტების დიპლომატიისა და გლობალური ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტები.

განთავსების თარიღი: 05.05.2015
 

შვედეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის წევრებს უმასპინძლა. ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

განთავსების თარიღი: 27.03.2015
 

სტოკჰოლმის ერთ-ერთმა იტალიურმა რესტორანმა „მილანოს ჰორნა" („მილანის კუთხე") მენიუში ქართული კერძები შეიტანა. ამას წინ უსწრებდა შვედეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელთა მეშვეობით შვედეთში საქართველოს საელჩო შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საზოგადოების ცნობილ წევრებს, კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, ტურისტულ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს არა მხოლოდ აცნობდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ბიზნეს და ტურისტულ პოტენციალს, საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებს, არამედ, პოპულარიზაციას უწევდა  ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

განთავსების თარიღი: 23.03.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ