ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ/წლის 1დეკემბერს შვედეთს  საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის სპიკერის  პირველი მოადგილე, საქართველო-შვედეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის  თავმჯდომარე  მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს. ვიზიტი ქართულ-შვედური ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ინაუგურაციაც 2013 წლის სექტემბერში საქართველოში შვედეთის რიკსდაგის სპიკერის პერ ვესტებერის ვიზიტის დროს გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში  ეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკვე მეორე ვიზიტია შვედეთში.

განთავსების თარიღი: 04.12.2014
 

 

26 ნოემბერს, სტოკჰოლმის დროით 16.00 საათზე შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგი) რატიფიცირება გაუკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. გადაწყვეტილებას  ხმა მისცა 249 დეპუტატმა. პარლამენტმა ასევე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად შვედეთის მთავრობას დაევალა რატიფიცირების პროცესის ტექნიკური მხარის დასრულება.

განთავსების თარიღი: 27.11.2014
 

დღეს, 26 ნოემბერს, შვედეთის პარლამენტში (რიკსდაგი) იგეგმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

განთავსების თარიღი: 26.11.2014
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის კანცელარიაში წარადგინა.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიან გამოცდილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება.

განთავსების თარიღი: 12.11.2014
 

მ/წლის 6 ნოემბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა შვედეთის პრემიერ მინისტრის სტეფან ლოფვენის, საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის და საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრის იზაბელა ლოვინის შეხვედრა შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

განთავსების თარიღი: 10.11.2014
 

2014 წლის 6 ნოემბერს საელჩოში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენა. გახსნას დაესწრნენ ქალთა უფლებების დამცველი შვედური ორგანიზაციის „Kvinna till Kvinna", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), სტოკჰოლმის ქალთა საერთაშორისო კლუბების, „როტარი" კლუბის, ასევე, ახლახანს, სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველი ქალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის „დეიზი" წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 10.11.2014
 

მ/წლის 30 ოქტომბერს შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა შეხვედრა გაერო-ს 1325 რეზოლუციისადმი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" მიძღვნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან. შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების - ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ორგანიზაცია „ავანგარდი" - წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორია ქალთა უფლებების დაცვის შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია „Kvinna till Kvinna".

 

განთავსების თარიღი: 03.11.2014
 

მ/წლის 23 ოქტომბერს შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა შეხვედრა შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტის (SIPU) ეგიდით მიმდინარე საქართველოს საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების ზრდის პროექტის ორგანიზატორებთან ჰანს ნორგრენთან და ნატალია ელჰაიმთან და ამ პროექტში მონაწილე საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების, ასევე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ფონდის  წარმომადგენლებთან.

განთავსების თარიღი: 27.10.2014
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.

აღნიშნული ტრაგედია, ისევე როგორც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირის თავდასხმა კანადელ სამხედროებზე 20 ოქტომბერს კვებეკში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას, და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრობლემის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყება სოლიდარობას უცხადებს კანადის მთავრობასა და კანადელ ხალხს.

განთავსების თარიღი: 24.10.2014
 

მ/წლის 23 ოქტომბერს სტოკჰოლმში გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა „Stockholm Travel Show". გამოფენას საინტერესო კონცეფცია აქვს, ქვეყნების,  ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების სტენდები სტოკჰოლმის ყველაზე ხალხმრავალი ადგილის - ცენტრალური ვაგზლის შენობის  დარბაზებშია განთავსებული და დღის განმავლობაში ათი ათასობით შვედსა და სტოკჰოლმის სტუმარს ეძლევა საშუალება გაეცნოს სხვადასხვა ტურისტულ შემოთავაზებას.

განთავსების თარიღი: 23.10.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ