ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი მხატვრების გამოფენა ვირსბოში

ცენტრალურ შვედეთში მდებარე ქალაქ ვირსბოს სამხატვრო გალერეის და შვედეთში ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის პროექტის ავტორის შტეფან მატსონის ინიციატივითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, მ/წლის 2 აგვისტოს ვირსბოს სამხატვრო გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

გალერეაში წარმოდგენილი იყო  გიორგი არეშიძის, გიორგი ბარათაშვილის, ნატო ერისთავის, ლევან მარგიანის, მაკა მზარეულაშვილის, მაია ნადარაიას, ნონა პაქსაშვილის, გიორგი პაჭკორიას, ლელა ტიტალის, ელენე ფიფიას, ქეთევან ქავთარაძის, ლალი ქუთათელაძის, ქეთევან ყაზაიშვილის, თიკო შაშიაშვილის, ირაკლი ჩაკვეტაძის, დიმიტრი ცუცქირიძის და  კახა ხინველის ფერწერული ნამუშევრები.

 

გამოფენის საზეიმო გახსნას დაესწრნენ შვედი პარლამენტარები, კულტურის მოღვაწეები, ვირსბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, შვედეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. საელჩომ დამსწრეთათვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

5 აგვისტოს გამოფენის ფარგლებში „საქართველოს დღე" მოეწყო. ნაჩვენები იყო ფილმი საქართველოზე, მოწვეულ სტუმრებს საელჩო ამჯერადაც ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა. მათ დაურიგდათ ტურისტული ბუკლეტები საქართველოს შესახებ.  

ქართველი მხატვრების გამოფენა ვირსბოში 24 აგვისტომდე გაგრძელდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ