ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული საღამო ძმები ნობელების შთამომავლებთან ერთად

მ/წლის 26 სექტემბერს საქართველოს საელჩოს ეწვივნენ ცნობილი შვედი მეწარმეებისა და ფილანტროპების, ძმები ნობელების შთამომავლები. მათთვის საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ გამართა პრეზენტაცია საქართველოს, მისი ისტორიის, ქართული კულტურის, ტრადიციების, შვედურ-ქართული ურთიერთობების შესახებ. პრეზენტაციაში დიდი ადგილი დაეთმო ლუდვიგ და რობერტ ნობელების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას Branobel, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში კასპიური ნავთობის ექსპორტს ახდენდა ევროპაში ბათუმის გავლით. Branobel-ის მეწილე იყო ლუდვიგ და რობერტ ნობელების ძმა, ცნობილი ინდუსტრიალისტი, ალფერდ ნობელი, რომელმაც კომპანიაში მისი შემოსავლების ნაწილი თავისი სახელობის პრიზის დასაფინანსებლად გამოიყენა.  როტშილდებთან ერთად, ძმებმა ნობელებმა დააფინანსეს ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზისა და სურამის გვირაბის მშენებლობა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ბაქო-ბათუმის პირველი ნავთობსადენის მშენებლობაში.  1883 ძმებმა ნობელებმა ბათუმში კომპანიის ოფისი გახსნეს. მათი საქმიანი ინტერესების დასაცავად 1888 წელს ბათუმში გაიხსნა შვედეთ-ნორვეგიის ვიცე-საკონსულო, რომლის ხელმძღვანელებად, როგორც წესი, ბათუმში Branobel-ის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ.  ელჩმა ნობელების ოჯახების წევრებს გააცნო ძმები ნობელების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კორესპონდენცია, ასევე, ნობელების ნაქონი ნივთების ფოტოები. ამ დოკუმენტების ასლები და ფოტოები საელჩოს საქართველოს ეროვნულმა არქივმა და ნობელების სახ. ბათუმის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა მიაწოდეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ეროვნული არქივის დირექტორს ქალბატონ თეონა იაშვილს და ბათუმის მუზეუმის დირექტორს ბატონ თემურ ტუნაძეს. კონსტანტინე ქავთარაძე სტუმრებს ასევე ესაუბრა ვიკინგების ხანის ქართულ-სკანდინავიური ურთიერთობების კვლევის პროექტზე, რომელზეც საელჩო ბოლო სამი წელია მუშაობს. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი 2004 წლის სამეცნიერო ექსპედიციის „ვიტფარნე" შესახებ. ამ ექსპედიციის მეშვეობით შვედმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სკანდინავიურ საგებში, რუნიკულ წარწერებსა და ქართლის ცხოვრებაში აღწერილი ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში სინამდვილეს შეესაბამება და მომცრო ვიკინგური ნავებით შესაძლებელი იყო საქართველოს გავლით კასპიის ზღვამდე ჩასვლა.  პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით.  ნობელების ოჯახის წევრებს ელჩმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ნობელების ოჯახის სახელით ნობელების საზოგადოების თავმჯდომარემ თომას თიდენმა ელჩს მადლობა გადაუხადა საინტერესო საღამოსთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ