ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სტენდი სტოკჰოლმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე

საქართველოს სტენდი სტოკჰოლმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზემ/წლის 23 ოქტომბერს სტოკჰოლმში გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა „Stockholm Travel Show". გამოფენას საინტერესო კონცეფცია აქვს, ქვეყნების,  ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების სტენდები სტოკჰოლმის ყველაზე ხალხმრავალი ადგილის - ცენტრალური ვაგზლის შენობის  დარბაზებშია განთავსებული და დღის განმავლობაში ათი ათასობით შვედსა და სტოკჰოლმის სტუმარს ეძლევა საშუალება გაეცნოს სხვადასხვა ტურისტულ შემოთავაზებას. წელს ამ გამოფენაში საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა, შვედურმა ტურისტულმა სააგენტომ "Caucasiantours" შემოგვთავაზა ერთობლივი სტენდის ორგანიზება. საელჩოს ხარჯებითა და დიზაინით  სტოკჰოლმის ერთ-ერთ სტამბაში დამზადდა მაღალი ხარისხის საქართველოს სარეკლამო ბანერი, რომელიც გამოფენის ტერიტორიაზე შვედური ტურ-სააგენტოს სტენდთან ერთად განთავსდა. საელჩომ გამოფენის სტუმრებს შესთავაზა ტურისტული ბროშურები საქართველოს შესახებ, დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ხაჭაპური და ჩურჩხელა. საელჩოსა და "Caucasiantours" სტენდი უამრავმა ადამიანმა მოინახულა, ისინი კითხვებს სვამდნენ საქართველოზე, ინტერესდებოდნენ ქართული სამზარეულოთი და ღვინით, ბევრს სამახსოვროდ მიჰქონდა საელჩოს ლოგოიანი კალმისტრები.  იმავე დღეს, დილით, გაიმართა გამოფენის ოფიციალური გახსნა, რომელსაც გამოფენის მონაწილეები და ტურისტულ თემაზე მომუშავე ჟურნალისტები  დაესწრნენ. გამოფენა ორი დღე გაგრძელდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ