ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან

მ/წლის 30 ოქტომბერს შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა შეხვედრა გაერო-ს 1325 რეზოლუციისადმი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" მიძღვნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან. შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისის, თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების - ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ორგანიზაცია „ავანგარდი" - წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორია ქალთა უფლებების დაცვის შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია „Kvinna till Kvinna".

ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ სტუმრებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოსა და შვედეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალებისადმი მიძღვნილ ფოტო-გამოფენას, რომლის ოფიციალური გახსნაც საელჩოში მ/წლის 6 ნოემბერს იგეგმება.

შეხვედრის შემდეგ საელჩომ გამართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ