ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა შვედეთის მთავრობის წარმომადგენლებთან

მ/წლის 6 ნოემბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა შვედეთის პრემიერ მინისტრის სტეფან ლოფვენის, საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის და საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრის იზაბელა ლოვინის შეხვედრა შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

პრემიერმა და მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთის ახალი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. ამის შემდეგ ელჩებს საშუალება ჰქონდათ არაფორმალურ ვითარებაში გასაუბრებოდნენ მათ.

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან განიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ორმხრივი ქართულ-შვედური ურთიერთობების საკითხები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ