ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება

დღეს, 26 ნოემბერს, შვედეთის პარლამენტში (რიკსდაგი) იგეგმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

პროცედურების შესაბამისად, დილის 9 საათზე, რიკსდაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყო დებატები ამ თემაზე. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ხაზი გაესვა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, მშვიდობიან და მდგრად განვითარებას და შეთანხმების  რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოზიტიურ ცვლილებებს. კომიტეტმა ასევე განიხილა ევროკავშირ-უკრაინისა და ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების შეთანხმებები.  რიკსდაგში წარმოდგენილი 9 პარტიიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამ ქვეყანასთან შეთანხმებების რატიფიცირებას მხარს უჭერს 8 პარტია. განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანება „შვედეთის დემოკრატები", რომელიც შვედეთში ულტრა-მემარჯვენე და ევროსკეპტიკოს პარტიად ითვლება.

სტოკჰოლმის დროით 16.00 საათზე, შვედეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა შეთანხმებების რატიფიცირების საკითხზე. კენჭისყრაზე დასასწრებად შვედეთის რიკსდაგში მიწვეულია შვედეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. რატიფიცირების შემდეგ გაიმართება ელჩის არაფორმალური შეხვედრა რიკსდაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ