ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის პარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

 

26 ნოემბერს, სტოკჰოლმის დროით 16.00 საათზე შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგი) რატიფიცირება გაუკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. გადაწყვეტილებას  ხმა მისცა 249 დეპუტატმა. პარლამენტმა ასევე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად შვედეთის მთავრობას დაევალა რატიფიცირების პროცესის ტექნიკური მხარის დასრულება.

პროცედურების შესაბამისად, კენჭისყრამდე გაიმართა დებატები ამ შეთანხმების თაობაზე. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ხაზი გაესვა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, მშვიდობიან და მდგრად განვითარებას და შეთანხმების  რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოზიტიურ ცვლილებებს. რიკსდაგმა ასევე განიხილა ევროკავშირ-უკრაინისა და ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების შეთანხმებები. 

კენჭისყრისას რიკსდაგში წარმოდგენილი 8 პარტიიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამ ქვეყანასთან შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 7  პარტიამ. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „შვედეთის დემოკრატები", რომელიც შვედეთში ულტრა-მემარჯვენე და ევროსკეპტიკოს პარტიად ითვლება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევით პარლამენტში გაიმართულ დებატებსა და კენჭისყრას დაესწრო საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. რატიფიცირების შემდეგ გაიმართა ელჩის არაფორმალური შეხვედრა რიკსდაგის წევრებთან.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ