ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შვედეთს ეწვია

მ/წლის 1დეკემბერს შვედეთს  საქმიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის სპიკერის  პირველი მოადგილე, საქართველო-შვედეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის  თავმჯდომარე  მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს. ვიზიტი ქართულ-შვედური ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ინაუგურაციაც 2013 წლის სექტემბერში საქართველოში შვედეთის რიკსდაგის სპიკერის პერ ვესტებერის ვიზიტის დროს გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში  ეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკვე მეორე ვიზიტია შვედეთში.

1 დეკემბერს დელეგაცია შვედეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ სტუმრებისთვის  გამართა პრეზენტაცია საქართველო-შვედეთის ისტორიული ურთიერთობებისა და ამჟამინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო  თანამშრომლობის შესახებ.

2 დეკემბერს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა  რიკსდაგის ფრაქციების წარმომადგენლებთან.  შვედმა პარლამენტარებმა  საქართველოს დელეგაციას გააცნეს ინფორმაცია შვედეთის პარლამენტის და მისი კომიტეტების საქმიანობის შესახებ, მთავრობის დაკომპლექტების წესი, რიკსდაგის საკონტროლო ფუნქციები, კერძოდ ეროვნული აუდიტის ოფისის მოვალეობები.  ასევე გაიმართა პრეზენტაციები შვედეთის ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სასამართლო სისტემის შესახებ.

3 დეკემბერს დელეგაციას უმასპინძლა  ქალაქ სოდერტელიეს მერმა. სოდერტელიეს მაგალითზე ქართველი პარლამენტარები გაეცნენ შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ