ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს სოლიდარობის ფონდის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

16 დეკემბერს საქართველოს ელჩი შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა ცნობილ შვედ მეცნიერებსა და მედიკოსებს, სტოკჰოლმის „კაროლინსკას" საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორს ბენგტ ბიორკსტენს, შვედეთის ბავშვთა ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დოქტორ სტეფან სოდერჰელმს, „კაროლინსკას" კლინიკის წამყვან ონკოლოგებს დოქტორ პერ კოგნერს, არია ჰარილა-საარის და მატს ჰეიმანს.

საუბარი შეეხო შვედეთის ონკოლოგიურ კლინიკებში საქართველოდან პაციენტების, განსაკუთრებით, ბავშვების, სამკურნალოდ გაგზავნის შესაძლებლობებს. ელჩმა სტუმრებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს „სოლიდარობის ფონდის" შესახებ და შესთავაზა შვედ მეცნიერებს ამ ფონდთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ შვედეთში ამ კატეგორიის პაციენტთა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, ამგვარი თანამშრომლობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში შვედური გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალება იქნება. ბენგტ ბიორკსტენი უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა სამედიცინო პროექტს ახორციელებს საქართველოში. მან და მისმა კოლეგებმა დაინტერესება გამოხატეს სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით. მათი თქმით, მიღებულ ინფორმაციას განიხილავენ თავიანთ კოლეგებთან და საელჩოს მიაწვდიან მოსაზრებებს როგორც ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტების შვედეთში მკურნალობის შესაძლებლობების, ასევე, ამ სფეროში სამეცნიერო კავშირების განვითარების შესახებ. შეხვედრის ბოლოს შვედი მეცნიერებისთვის ელჩმა გამართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ