ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედურ-ქართული სპორტული პროექტი

შვედეთში საქართველოს საელჩო ცდილობს გააფართოვოს საქართველო-შვედეთის თანამშრომლობის არეალი და პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებთან ერთად ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში კონტაქტების განვითარებას. ამ მიზნით საელჩომ მუშაობა დაიწყო საქართველოში საბავშვო ხელბურთის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ დიდ პროექტზე, რომელშიც ჩართულია ცნობილი შვედი ხელბურთელი და მწვრთნელი, მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, 1990-ანი წლების შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, პერ კარლენი. პროექტი ითვალისწინებს სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ხელბურთში რეგულარული ასპარეზობების გამართვას, ვაჟებისა და გოგონების შერეული გუნდების ჩამოყალიბებას, სკოლებში მინი-ხელბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურის განვითარებას. პერ კარლენმა წინა წლებში ეს პროექტი შვედეთის რამდენიმე სკოლაში გამოსცადა. პროექტის მიზანი მოსწავლეების ფიზიკური გაჯანსაღება, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა, მცირე ასაკშივე გენდერული თანასწორობის პრინციპების გაცნობა, ზოგადად, ხელბურთის პოპულარიზაციაა. საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობები შვედეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და პერ კარლენმა სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში შეხვედრის დროს განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ ეს პროექტი სპორტული აღზრდისა და განათლების სფეროებში ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარების კარგ საშუალებას იძლევა.საქართველოს ელჩმა პერ კარლენის ეს იდეა გააცნო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამაზ თევზაძეს, რომელიც თავად არის აქტიურად ჩართული საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში. სამინისტრომ პროექტის შვედ ავტორებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. პერ კარლენი თანმხლებ პირებთან ერთად 17 დეკემბერს ეწვია თბილისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შვედეთის დელეგაციას საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოუმზადა. პირველი შეხვედრა სამინისტროში დღეს გაიმართა, ცნობილი შვედი სპორტსმენი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ მიიღეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ