ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაარსდა

შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა. პალატის პრეზიდენტია შვედი ბიზნესმენი ბენგტ კარლსტრომი, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურადთანამშრომლობს საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ სწორედ ის არის ამ პირველი ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის ხელმძღვანელი, მისი ბაბუა - გრიგორი გაჩეჩილაძე 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ სკანდინავიაში მივლენილი ეკონომიკური მისიის წევრი იყო. სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედეთის რეგიონულ სავაჭრო პალატებთან და იმ შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში არიან ჩართულები. მიზანი საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.
თავისი პირველი შეხვედრა შვედურ სააგენტოებთან და კომპანიებთან შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატამ შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გამართა. შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბენგტ კარლსტრომმა, ცენტრალური შვედეთის სავაჭრო პალატის მენეჯერმა ანა ჰოლმსტრომმა და შვედური კომპანიის „Green Energy” პრეზიდენტმა ურბან იოელსონმა, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ უმასპინძლა. მან პალატის დაარსებას შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, იქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრით სულ უფრო მეტი შვედური კომპანია ინტერესდება, შვედეთში საქართველო უკვე აღიქმება როგორც საინტერესო ბიზნეს პარტნიორი. მან სტუმრებს აცნობა, რომ მხოლოდ გასული წლის განმავლობაში შვედურ სამთავრობო სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოებთან ერთად საელჩომ გამართა ორი ბიზნეს-ფორუმი, რომლებსაც 20-მდე შვედური კომპანია დაესწრო. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ბაზარზე შესული შვედური კომპანიების რიცხვი, ბოლო მონაცემებით, თავისი წარმომადგენლობა საქართველოში 14-მა შვედურმა კომპანიამ გახსნა, მათ შორის, ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა: ABB, Swedbank, Skania, Ericsson, Telia-Sonera, Oriflame. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატა ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურებას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ