ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შვედი მეგობრების შეხვედრა საქართველოს საელჩოში

შვედეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან. უკვე ტრადიციად იქცა, რომ შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს საელჩოში ატარებს. 

დამსწრეებს მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა შვედურ-ქართული ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ასევე, ისაუბრა 2014 წელს შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით საელჩოს მიერ გაწეულ საქმიანობზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ჩამოყალიბება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.   

ამის შემდეგ გაიმართა ასოციაციის წევრების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც მესამე წელია იმართება და უკვე ტრადიციად იქცა. ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ელჩმა საელჩოს სამახსოვრო მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა საქართველოში შრომითი ბაზრის შესწავლისა და განვითარების პროექტის მონაწილეები, შვედეთის პროფკავშირების კონფედერაციის ექსპერტები ბენგტ იოჰანსონი, იორან პეტერსონი, რაგნარ გუსინგი და ოკე ცეტერმარკი, ასევე, შვედეთის სამთავრობო სააგენტოს „შვედეთის სავაჭრო საბჭო" აღმოსავლეთ ევროპის პროექტების მენეჯერი შერსტინ ნორდინი. ყველა დაჯილდოვებულმა გულითადი მადლობა გადაუხადა ელჩს მათი საქმიანობის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ სურვილი აქვთ თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები კვლავაც მოახმარონ საქართველოს.

შეხვედრის ფარგლებში კონსტანტინე ქავთარაძემ  საზეიმოდ გახსნა მეგობართა ასოციაციის წევრის, თბილისში დაბადებული და ამჟამად შვედეთში მცხოვრები ფოტოხელოვანის მიხეილ ნასბერგის პერსონალური გამოფენა.

შეკრების მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება ენახათ საქართველოს ბუნებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი პრეზენტაცია, რომელიც მათ საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა პერ ეკლუნდმა გააცნო.

შეხვედრის დასარულს, ასოციაციის პრეზიდენტმა სვენ ჰოლმსტრომმა ორგანიზაციის წევრების სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ