ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პრეზენტაცია საქართველოს შესახებ შვედეთის მოგზაურთა კლუბში

შვედეთში საქართველოს საელჩო შვედური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის რეგულარულად მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაა. ამგვარ ღონისძიებებზე დამსწრეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს,  ასევე, მის დღევანდელობას, ტურისტულ და ბიზნეს პოტენციალს, საინვესტიციო გარემოს. ისინი იღებენ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და კერძები.  

ერთ-ერთი ამგვარი შეხვედრა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შვედეთის მოგზაურთა კლუბში გამართა. ისევე როგორც სხვა მონარქიულ ქვეყნებში, შვედეთშიც ამგვარ კლუბებს დიდი ხნის ტრადიცია და გავლენა აქვთ. მათში გაწევრიანებული არიან როგორც სამეფო ოჯახისა და მთავრობის წევრები, ასევე, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები, კინემატოგრაფისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები. კლუბის წევრები შვედურ საზოგადოებაში გავლენითა და პოპულარობით სარგებლობენ. 

შეხვედრას კლუბის ყველა წევრი დაესწრო. კონსტანტინე ქავთარაძემ მათ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, ესაუბრა ქვეყნის ისტორიულ წარსულზე, ქართულ ენასა და ანბანზე, ვიკინგების ხანის შვედურ-ქართულ ურთიერთობებზე, ძმები ნობელების მოღვაწეობაზე საქართველოში, ქართულ ღვინოსა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე, საქართველოს ბუნებასა და ტურისტულ პოტენციალზე, ასევე, საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთთან ურთიერთობებზე.

შეხვედრისას ასევე განიხილეს კლუბის მთელი შემადგენლობის საქართველოში ტურისტულად გამგზავრების ორგანიზაციული საკითხები. ელჩმა კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა ქართული ღვინო.

ჯერ კიდევ იანვარში საქართველოს ელჩი საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მოგზაურთა კლუბის საზეიმო საღამოზე, რომელიც ამ კლუბის დაარსების 105 წლისთავს მიეძღვნა.

 
ფოტო გალერეა
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ