ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოების სამმხრივი ფორმატი ჩამოყალიბდა

რიგის სამიტის წინ შვედეთის სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციების ინტენსიფიკაციისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პოზიციების ერთობლივად წარდგენის მიზნით, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოების თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ჩამოყალიბდა. ეს გადაწყვეტილება შვედეთში საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, მოლდოვას ელჩმა ემილ დრუკმა და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იჰორ ცელიუკომ.

შეხვედრისას კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციებისა და შეხვედრების სამმხრივი ფორმატი ურთიერთ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება იქნება და ამავე დროს შვედეთს დაანახებს, რომ პარტნიორობის ინიციატივის სამი წამყვანი ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესს არა მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან, არამედ რეგიონული ჭრილიდანაც უყურებს.

ამ ფორმატით პირველი ერთობლივი შეხვედრები  უკვე გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შვედეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. შეხვედრებზე განხილული იყო რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი, ელჩებმა აღნიშნეს, რომ რიგის სამიტი ვილნიუსის შემდეგ კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.  მათ ხაზი გაუსვეს, რომ სამიტზე აუცილებელია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაჟღერება, ასევე, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან მკაფიოდ და ცალსახად სოლიდარობის გამოცხადება სამი ქვეყნისადმი, მათი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

სამმხრივი ფორმატით ელჩები ასევე შეხვდნენ ცნობილ შვედ პოლიტიკოსს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იორან ლენმარკერს, რომელიც ახლახანს შვედეთის ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იორან ლენმარკერმა ელჩები მთავარ მომხსენებლებად მიიწვია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისადმი მიძღვნილ სემინარზე, რომელიც შვედეთის ატლანტიკური საბჭოს ეგიდით გაიმართა. სემინარზე, რომელსაც შვედეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ, კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

ელჩების სამმხრივი საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ