ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს შვედი მეგობრები დააჯილდოვა

შვედეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის წევრებს უმასპინძლა. ეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საელჩო ხელს უწყობს ამგვარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

შეხვედრის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ დამსწრეებს გააცნო პრეზენტაცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო  ურთიერთობები. ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი პარლამენტებს შორის, აქტიურად ვითარდება კავშირები თავდაცვის სფეროში, ამ აკადემიურ წელს 10 ქართველი სტუდენტი სწავლობს შვედეთის უნივერსიტეტებში, პირდაპირი კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, სავაჭრო ურთიერთობების წასახალისებლად ბოლო წლებში სამი ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, ჩამოყალიბდა შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა, შვედეთის სხვადასხვა ქალაქში საელჩომ 150-ზე მეტი ფართომასშტაბიანი ღონისძიება გამართა, რომელთა მეშვეობით შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი წევრები, კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, სტუდენტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები გაეცნენ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ბიზნეს და ტურისტულ პოტენციალს, საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებს, ამ ღონისძიებების ფარგლებში ასევე ხდებოდა ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია. ბოლო წლებში საელჩოს მიერ განხორციელდა შემდეგი პროექტები: „ვიკინგები საქართველოში", „ძმები ნობელები და საქართველო", „საქართველოს პირველი რესპუბლიკის საელჩო სტოკჰოლმში", „ფემინიზმის ისტორია საქართველოში", „ქართული ენა შვედი მოსწავლეებისთვის", „ქართული წიგნები შვედურ ბიბლიოთეკებს". ელჩმა ასევე ისაუბრა საელჩოსთან დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლაზე, რომელშიც უკვე მეოთხე წელია შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები სწავლობენ.     

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის დიპლომატიურ კავშირებზე ასევე ისაუბრეს შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბენგტ კარლტრომმა და საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა  ჰანს-გუნარ ადენმა.

ამის შემდეგ გაიმართა ასოციაციის წევრების დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია. ქართულ-შვედურ ურთიერთობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის კონსტანტინე ქავთარაძემ საელჩოს სამახსოვრო მედლები და დიპლომები გადასცა საქართველოში შვედეთის ყოფილ ელჩს  ჰანს-გუნარ ადენს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ასოციაციის პირველ თავმჯდომარეს, ანა ვესტერჰოლმს, სტოკჰოლმის „კაროლინსკას" უნივერსიტეტის პროფესორებს ბენგტ ბიორკსტენს და კარინ სპარინგ ბიორკსტენს. ყველა დაჯილდოვებულმა გულითადი მადლობა გადაუხადა ელჩს მათი საქმიანობის დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ სურვილი აქვთ თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები კვლავაც მოახმარონ საქართველოს.

შეხვედრის ფარგლებში კონსტანტინე ქავთარაძემ  საზეიმოდ გახსნა მეგობართა ასოციაციის წევრის, თვითნასწავლი მხატვრის ლარს-ერიკ იოლერის ნახატების პერსონალური გამოფენა.

შეხვედრის დასასრულს, ასოციაციის პრეზიდენტმა სვენ ჰოლმსტრომმა ორგანიზაციის წევრების სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ