ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროკავშირის შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადება რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ვიზიტთან დაკავშირებით

2009 წლის 16 ივლისს შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობამ გააკეთა განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე, ვიზიტით ეწვია საქართველოს რეგიონს, სამხრეთ ოსეთს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი არ შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო ძალისხმევაზე რეგიონში სტაბილურობის მიღწევის საქმეში. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

16 ივლისი, 2009

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ