ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის საგარეო საქმეთა ასოციაცია - მალმო დელეგაცია სასწავლო ვიზიტით თბილისს ეწვია

2015 წლის 1-6 აპრილს, შვედური არასამთავრობო ორგანიზაციის \"შვედეთის საგარეო საქმეთა ასოციაცია - მალმო\" დელეგაცია სასწავლო ვიზიტით თბილისს ეწვია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან მალმეს, ლუნდისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტების დიპლომატიისა და გლობალური ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტები.

ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა ფუნქციონირების შესწავლა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების განხილვა და ქართველ ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება იყო.

ვიზიტის ფარგლებში შვედმა სტუდენტებმა შეხვედრები გამართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაერო-ს წარმომადგენლობაში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის აპარატში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, მომავალ დიპლომატთა კლუბში, ასევე, საქართველოში შვედეთისა და გერმანიის საელჩოებში. ისინი დაინტერესდნენ ამ უწყებებისა და ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკით, გაეცნენ როგორც ქართველი საჯარო მოხელეებისა და ექსპერტების, ასევე, უცხოელი დიპლომატების მოსაზრებებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, განიხილეს ამ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შვედი სტუდენტებისთვის კულტურული პროგრამაც მოეწყო, მათ დაათვალიერეს ძველი თბილისი, ეწვივნენ მცხეთას, დააგემოვნეს ქართული სამზარეულო.

ასოციაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მალმეს უნივერსიტეტის სტუდენტმა ლერი ხუფენიამ, რომელიც ამჟამად სტაჟირებას გადის შვედეთში საქართველოს საელჩოში.

„შვედეთის საგარეო საქმეთა ასოციაცია“ 1934 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 30-ზე მეტი რეგიონული ჯგუფია ჩართული. ასოციაციაში გაწევრიანებული იყვნენ ცნობილი შვედი პოლიტიკოსები თაგე ერლანდერი (შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1946-1969) და ულოფ პალმე (შვედეთის პრემიერ-მინისტრი 1982-1986).

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ