ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველმა სტუდენტებმა წარმატებას მიაღწიეს სტოკჰოლმში

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან (ნიკოლოზ ჯიმშელაშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი) დაკომპლექტებულმა გუნდმა (მწვრთნელი, ბატონი თემური ზარქუა) მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ქართველმა სტუდენტებმა წარმატებას მიაღწიეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. მათ 5 საათში 11 ურთულესი ამოცანიდან 6 ამოხსნეს და მეთერთმეტე ადგილზე გავიდნენ, რამაც მათ ბრინჯაოს მედლების მოპოვების საშუალება მისცა. აღნიშნული ღონისძიების სპონსორი გახლდათ IBM, შეჯიბრის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery).

ACM ICPC  ტარდება 1977 წლიდან. 1991 წლიდან ამ ღონისძიებას ოფიციალურად მიეცა მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი და გამარჯვებული ცხადდება მსოფლიო ჩემპიონად. მოცემული მომენტისთვის ACM ICPC ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად. საინტერესოა აღინიშნოს, რომ წლევანდელ ფინალს წინ უძღოდა მრავალი შესარჩევი შეჯიბრება, რომელთა სტარტზე გამოვიდა 88 სახელმწიფოს 1838 უნივერსიტეტის 7209 გუნდი. ფინალში მოხვდა 100 საუკეთესო, რომლებიც სულ 30 სახელმწიფოს წარმოადგენდა, ხოლო პრიზიორთა მიხედვით ქვეყნების წარმომადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი – 4 პრიზიორი, ჩინეთი – 3 პრიზიორი, აშშ – 2 პრიზიორი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კანადა და საქართველო – თითო პრიზიორი. ანუ საქართველო მოხვდა იმ 7 სახელმწიფოს რიცხვში, რომელთა წარმომადგენლებმა მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის მედლები.

ქართველი სტუდენტებისთვის წლევანდელი შეჯიბრება იყო საიუბილეო - მეათე. მანამდე ქართველი სტუდენტები ვერ ახერხებდნენ მოხვედრას ფინალში, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურად საუკეთესონი იყვნენ. ქართველი ახალგაზრდები არიან სამხრეთ კავკასიის პირველი წარმომადგენლები ACM ICPC–ის ფინალში ამ შეჯიბრებების ჩატარების ისტორიაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ