ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია პრესისათვის

2007 წლის 7 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ქ. სტოკჰოლმში  ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვდა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს. მოგვიანებით   შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა ქართველ კოლეგას, რომლის დასრულებისთანავე საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი.  

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ტურიზმის,  ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხები.  ბატონმა ბილდტმა ხაზი გაუსვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) მნიშვნელობას ევროპასთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისათვის და ქართულ მხარეს აღუთქვა სრული მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით.

იმავე დღეს  გაიმართა ბატონი გელა ბეჟუაშვილის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან  პერ ვესტერბერგთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონ ვესტერბერგს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობას.

ასევე შედგა შეხვედრა შვედეთის ბიზნეს წრეების, მათ შორის "ვოლვოსა" და "სკანიას" წარმომადგენლებთან და განხილულ იქნა აღნიშნული კომპანიების საქართველოს ბაზარზე გააქტიურების პერსპექტივები.

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში წაიკითხა ლექცია თემაზე "საქართველოს ტრანსფორმაცია: ევროპული არჩევანი.”

 

2007 წლის 7 ივნისი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ