ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია პრესისათვის

გრძელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთის სამეფოში.  2007 წლის 8 ივნისს ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა გამართა შეხვედრები შვედეთის სამეფოს თანამშრომლობის განვითარების მინისტრთან ქ-ნ გუნილა კარლსონთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივანთან ქ-ნ ნიკოლა კლასესთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და  ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება ასევე გამახვილდა ორ სახელმწიფოს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა შვედეთის ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციის მონოპოლიური კომპანიის გენერალურ დირექტორს  ქ-ნ ანიტრა სტინს და ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ ბარბრო სტრომს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით,  შვედურ ბაზარზე უკვე დამკვიდრდა ქართული ღვინო. ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა ქართული ღვინის ევროპაში  შემდგომი პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

სტოქჰოლმში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა წამყვანი შვედური მას-მედიის წარმომადგენლებს და მათ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

2007 წლის 8 ივნისი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ